ახალი ამბები

ზუგდიდში პრესა.ჯის მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს

19 მაისი, 2019 • 1196
ზუგდიდში პრესა.ჯის მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს

ზუგდიდში Presa.ge-ს (პრესა.ჯი) მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ კაპანაძე დააკავეს სოხუმის ქუჩაზე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

166-ე მუხლი 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, 173-ე კი — 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

შსს-ს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რის გამო დააკავეს კაპანაძე.

შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში არაზუსტად იყო მითითებული, რომ კაპანაძე პრესა.ჯის დამფუძნებელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი