ახალი ამბები

15:00 საათისთვის ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 32.8% იყო – ცესკო

19 მაისი, 2019 • 937
15:00 საათისთვის ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 32.8% იყო – ცესკო

15:00 საათისთვის ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 32.8% იყო. ცესკოს ინფორმაციით, სულ რეგისტრირებული 120 837 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 39 678 მივიდა.

რაც შეეხება მთაწმინდის ოლქს, აქ აქტივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.  15:00 საათის მდგომარეობით 9 226 ამომრჩეველია მისული, ხოლო აქტივობა 21%-ს შეადგენს. მთლიანად ოლქში 43 908 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ყველაზე მაღალი აქტივობა 56.4 % კვლავ საგარეჯოში ფიქსირდება. მარნეულის ოლქში, სადაც ზუგდიდის მსგავსად მერს ირჩევენ, აქტივობა 22.6%-ს შეადგენს, ხოლო 15:00 საათისთვის არჩევნებზე მისულთა ოდენობა არის 22 553, ოლქში სულ 99 717 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი