ახალი ამბები

არც ვფიქრობთ გაუქმებას — ცესკო მარნეულის პრობლემურ უბანზე

19 მაისი, 2019 • 1200
არც ვფიქრობთ გაუქმებას — ცესკო მარნეულის პრობლემურ უბანზე

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კობა ასანიძე აცხადებს, რომ მარნეულის 68-ე უბანზე, რომელზეც დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქ კომისიის წევრები ურნაში ბიულეტენებს ყრიდნენ და უბნიდან გაჰქონდათ, კენჭისყრის შედეგების გაუქმებაზე არ ფიქრობენ.

დილით ამავე უბნიდან “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი, რომელიც საჩივარს წერდა, უბანზე მყოფმა პირებმა ადგილიდან გააგდეს. თუმცა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ უბანზე ყველა პრობლემა აღმოფხვირილია და მისი შედეგების გაბათილება არ იგეგმება.

საოლქოს თავმდჯომარე კობა ასანიძე ასევე ამბობს, რომ ამ დროისთვის [15:30] დაახლოებით 15 საჩივარია შესული, მათი უმეტესობა კი პროცედურულ დარღვევებს ეხება, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენა ვერ ექნება.

3 საათისთვის კენჭისყრაში 22 500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 22.5%-ს შეადგენს.

კობა ასანიძის თქმით, ამ დროისთვის ყველა უბანს მიეწოდება ელექტროენერგია, ხოლო უბნებიდან გაძევებულმა ყველა დამკვირვებელმა ადგილი ოქმის საფუძველზე დატოვა.

ნახეთ ასევე:

დამკვირვებელი ამბობს, რომ მარნეულის 68-ე უბანზე არჩევნების გაყალბება სცადეს

ბიულეტენების ჩაყრა და სხვა დარღვევები – ISFED-ის შეფასება 14.00 საათისთვის

დამკვირვებელი ამბობს, რომ მარნეულის 68-ე უბანზე არჩევნების გაყალბება სცადეს

მასალების გადაბეჭდვის წესი