ახალი ამბები

13:00 საათისთვის საოლქო კომისიებში 24 საჩივარია შესული, აქედან 13 ზუგდიდიდან

19 მაისი, 2019 • 646
13:00 საათისთვის საოლქო კომისიებში 24 საჩივარია შესული, აქედან 13 ზუგდიდიდან
 ცენტრალური საარჩევნი კომისიის ინფორმაციით, 13:00 საათისთვის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივრია შესული, აქედან 13 საჩივარი ზუდგდში გახსნილი საარჩევნო უბნებიდან შევიდა.
ცესკოში განმარტავენ, რომ საჩივართა უმეტესობა პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. ამასთან, მარნეულში, 68-ე და 49-ე საარჩევნო უბნებზე ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბანი, რადგან ,როგორც ცესკოში ამბობენ, ისინი კომისიის წევრებს მუშაობაში უშლიდნენ ხელს.

 “ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია ძლიერი ერთიანი საქართველოს” დამკვირვებელი, მანანა ბობოხიძე ამბობს, რომ მარნეულის 68-ე უბანზე ხმის გაყალბება სცადეს.

მისი თქმითვე, უბნიდან რამდენიმე ბიულეტენი გაიტაცეს, რამდენიმე კი ერთდროულად ჩააგდეს ურნაში. ბობოხიძე ჰყვება, რომ როდესაც ფაქტის ტელეფონით გადაღება სცადა, აგრესიული დამოკიდებულების გამო,  უბნის დატოვება მოუწია.

რაც შეეხება 49-ე უბნიგან გამოძევებულ დამკვირვებელს, როგორც ცესკო-ში ამბობენ, ის “საქართველოს ერთიანი ახალგაზრდული კავშირის” წევრი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი