ახალი ამბები

დამკვირვებლების მიერ ამორმჩევლისთვის პირადობის მოწმობის შემოწმება ხდებოდა – ცესკო

19 მაისი, 2019 • 1149
დამკვირვებლების მიერ ამორმჩევლისთვის პირადობის მოწმობის შემოწმება ხდებოდა – ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებზე დამკვივრებლებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობის შემოწმების ფაქტები დაფიქსირდა. ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევასთან ერთად, მონაცემების ჩანიშვნაც ხდებოდა.

“ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება აჩვენოს ან გადასცეს პირადობის დოკუმენტი უბანზე ყოფნის უფლების მქონე არცერთ პირს, გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა. მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს აქვთ უფლება მოსთხოვოს ამომრჩეველს პირადობის მოწმობა და დაამუშაოს მონაცემები კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით,”-განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცესკოში უარყოფენ ინფორმაციას, რომ კოორდინატორებს აქვთ ე.წ სამაგიდო სიები, რომლებიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. ამასთან, ცესკოში განმარტავენ, რომ მოქმედი კანომდებლობა არ კრძალავს უბნის გარეთ კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას, თუმცა ამან საარჩევნო პროცესი არ უნდა შეაფერხოს.

“პარტიებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს აქვთ უფლება მოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია და მედიაში გავრცელებულ კადრებში ფიქსირდება, სავარაუდოდ, არა სამაგიდო სია, არამედ უფლებამოსილ პირებზე კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სია,”-აცხადებენ ცესკო-ში.

რაც შეეხება უბნებიდან გამოძევებულ დამკვირვებლებს, ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ, თუმცა ცესკოში ამ ეტაპზე  კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი