ახალი ამბები

მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გავიმარჯვებ – გიორგი შენგელია

19 მაისი, 2019 • 893
მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გავიმარჯვებ – გიორგი შენგელია

ზუგდიდის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი შენგელია ფიქრობს, რომ მაღალი აქტივობის შემთხვევაში პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

ამის შესახებ შენგელიამ ჟურნალისტებს ზუგდიდის 28-ე საარჩევნო უბანზე განუცხადა, სადაც ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა.

“მე ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს, გაგრძელებას იმ პროექტებისას, რომელიც დაწყებულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები სწორ არჩევანს გააკეთებენ. განწყობა გვაქვს ბრწყინვალე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა შენგელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი