ახალი ამბები

ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი გახდა

19 მაისი, 2019 • 1955
ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი გახდა

ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლოურენსი გახდა. ევროვიზიის 64-ე კონკურსი 18 მაისს თელ-ავივში, ისრაელში გაიმართა.

კონკურსის გამარჯვებულმა 492 ქულა დააგროვა. ნიდერლანდები 1975 წლის შემდეგ პირველად გახდა ამ კონკურსის გამარჯვებული და, შესაბამისად, ევროვიზია 2020 სწორედ ამ ქვეყანაში გაიმართება. მეორე ადგილი 465 ქულით დაიკავა იტალიამ, ხოლო მესამე ადგილი 369 ქულით – რუსეთმა.

ევროვიზია 2019-ის შედეგები

საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე ევროვიზიას პირველი ნახევარფინალიდან გამოეთიშა. უკვე მესამე წელია, საქართველოს წარმომადგენელი ფინალშიც ვერ ახერხებს გადასვლას.

ევროვიზია 2019-ის ფინალს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. კონკურსის ფინალში მოწვეული სტუმრის სტატუსით იმღერა პოპვარსკვლავმა მადონამ. მისი შოუს დროს გამოჩნდნენ მოცეკვავეები, რომლებსაც ზურგზე ისრაელისა და პალესტინის დროშები ჰქონდათ მიკრული. როგორც შოუს ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა განაცხადა, მადონას შოუს ეს დეტალი შეთანხმებული და დაგეგმილი არ ყოფილა და ის რეპეტიციის დროსაც არ გამოჩენილა. პალესტინის მომხრე აქტივისტები მადონას ჯერ კიდევ ფინალამდე მოუწოდებდნენ, რომ არ ჩასულიყო ისრაელში.

მადონას შოუს მონაწილეები ევროვიზია 2019-ზე

პალესტინის დროშის გამოჩენის გამო საქნციები ემუქრება ისლანდიასაც. როდესაც ამ ქვეყნის წარმომადგენლების ქულებს აცხადებდნენ, მათ პალესტინის დროშა გაშალეს. ევროპის მაუწყებელთა კავშირის თქმით, “ევროვიზია პოლიტიკური მიზნების მქონე კო0ნკურსი არ არის” და, შესაბამისად, იმსჯელებენ, თუ რით უპასუხებენ ისლანდიის წარმომადგენლების ქმედებას.

ისლანდიის წარმომადგენლები ევროვიზია 2019-ის ფინალში

მასალების გადაბეჭდვის წესი