ახალი ამბები

ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათზე გაიხსნა – ცესკო

19 მაისი, 2019 • 1593
ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათზე გაიხსნა – ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათზე გაიხსნა და ამ დროისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს. ცესკოს ცნობითვე, 08:30 მდგომარეობით საჩივარი არცერთ საარჩევნო უბანზე არ დაწერილა.

„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დღეს ამომრჩევლები ძირითადად  ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება  საკრებულოების შუალედური არჩევნები – 2 ბიულეტენს. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია.  ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს აკეთებს ხმის მიცემის  კაბინაში“,-განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

დღეს, 19 მაისს საქართველოს პარლამენტის შუალედური, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის სულ 410 საარჩევნო უბანი იმუშავებს, სადაც 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 6 556 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6139 დამკვირვებელი და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი