ახალი ამბები

თბილისი უარყოფს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღგენისთვის მოლაპარაკებებში მონაწილეობას

7 ნოემბერი, 2014 • • 1195
თბილისი უარყოფს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღგენისთვის მოლაპარაკებებში მონაწილეობას

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით სიახლე არაფერია:

“არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით, საერთოდ არაფერი არ ხდება. რაც ხდებოდა ორი წლის უკან, ის ხდება დღესაც, ანუ არავითარი მოძრაობა არაა, არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს არავითარ დონეზე”. 

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც უარყოფს ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებები წარმოებს სარკინიგზო ხაზის აღდგენის საკითხზე:

 

“მე რამდენადაც წავიკითხე ეს განცხადება, ის ეყრდნობა “რუსეთის რკინიგზის” ხელმძღვანელის განცხადებას და იქ არ მინახავს, რომ ჩვენ ვიყავით ჩართული მოლაპარაკებებში. მე ვერანაიარად ვერ დავადასტურებ ამას, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ცნობილი მიზეზების გამო არანაირი მოლაპარაკება ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არტურ არაქელიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში გაკეთდეს მნიშვნელოვანი განცხადება სომხეთი-საქართველო-რუსეთის სარგინიგზო მარშრუტზე მოძრაობის განახლებასთან დაკავშირებით.

 

ამის თაობაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა სომხეთის ინტერნეტ-გამოცემა Tert. am-თან ინტერვიუში. ასეთი ოპტიმიზმის საფუძვლად მინისტრის მოადგილე ასახელებს “რუსეთის რკინიგზის” ხელმძღვანელის, ვლადიმერ იაკუნინის “დამაიმედებელ განცხადებას” ასეთი შესაძლებლობის თაობაზე.

 

“მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. საკითხი უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ვიდრე  ეკონომიკურს, და აქ ამოცანაა, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება საქართველოსა და აფხაზეთის მთავრობებს შორის,” – განაცხადა არტურ არაქელიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი