ახალი ამბები

ზუგდიდში 6 დაშავებული არასრულწლოვნიდან ერთი თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს

17 მაისი, 2019 • 918
ზუგდიდში 6 დაშავებული არასრულწლოვნიდან ერთი თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს

კახათი-ზუგდიდის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 არასრულწლოვნიდან ერთი მართვის სუნთქვაზეა და თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს.

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი მაია ესებუა ჟურნალისტებთან განმარტავს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზე მოათავსეს, ერთი კი მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანების საოპერაციო ბლოკშია გადაყვანილი. დანარჩენი მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია.

მართვით სუნთქვაზე მყოფი მოზარდი რეანომობილითი თბილისში, ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განმარტბით, მას ყველა საჭირო კვლევა უკვე ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევა გუშინ, 16 მაისს მოხდა. პოლიციის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული [ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია].

მასალების გადაბეჭდვის წესი