ახალი ამბები

6 არასრულწლოვანი დაშავდა ზუგდიდში ავტომანქანის ამოტრიალების შედეგად

16 მაისი, 2019 • 1080
6 არასრულწლოვანი დაშავდა ზუგდიდში ავტომანქანის ამოტრიალების შედეგად

შსს ცნობით, შვიდი პირი, მათ შორის ექვსი არასრულწოვანი, დაშავდა ავარიის შედეგად კახათი-ზუგდიდის გზაზე.

დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. რუსთავი 2-ის ცნობით, ანაკლიიდან მაღალი სიჩაქრით მოძრავი ავტომობილი კახათი -ზუგდიდის გზაზე საცხოვრებელ სახლში შევარდა და გადატრიალდა.

პოლიციის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული [ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია]. სხვა ინფორმაციას შსს არ ავრცელებს.


ფოტო: ინციდენტის ამსახველი ფოტო, რუსთავი 2-ის ცნობით, თვითმხილველმა მიაწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი