ახალი ამბებისაზოგადოება

პარაკლისი კანცელარიასთან ანტიჰომოფობიური აქციის ნაცვლად

16 მაისი, 2019 • 1966
პარაკლისი კანცელარიასთან ანტიჰომოფობიური აქციის ნაცვლად

ადამიანის უფლებების დამცველები 17 მაისის, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის, საჯაროდ აღნიშვნას არ გეგმავენ, თუმცა სხვა მოლოდინები აქვთ რამდენიმე მართლმადიდებელი მღვდელს და სხვა ულტარმემარჯვენე ძალებს, რომლებიც კანცელარიასთან 16 მაისს შეიკრიბნენ.

ისინი კანცელარიასთან ღამის გათენებას აპირებენ, რათა აქტივისტებმა იქ მისვლა და ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის გამართვა ვერ შეძლონ.

“ყოველთვის ასე ამბობენ, მაგრამ მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ აქციას მართავენ და გზა გადაკეტილია. ამიტომ მოვედით და ვაპირებთ ღამე გავათენოთ, ამბობს ერთ-ერთი მონაწილე.

სასულიერო პირებმა კანცელარიასთან ლოცვები [პარაკლისი] წაიკითხეს.

16 ივლისს პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ამ განცხადებას ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა გაუგებარი უწოდეს, რადგანაც, მათი განცხადებით, სწორედ იმის გამო, რომ მათი უსაფრთხოება დაცული არ არის, ვერ ახერხებენ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საჯარო სივრცეში აღნიშვნას.

გასულ წელს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე აქტივისტებმა კანცელარიასთან აღნიშნეს, თუმცა კონტრაქციისგან მათ ჰყოფდა პოლიციის კორდონი.

“ვერ მივხვდით განცხადების პათოსს” – შსს 17 მაისზე და ლგბტ ჯგუფების გამოხმაურება

17 მაისი ფოტოებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი