ახალი ამბები

მანჩესტერის რესტორანში იღბლიან კლიენტებს შეცდომით 4500-ფუნტიანი ღვინით მოემსახურნენ

16 მაისი, 2019 • 1285
მანჩესტერის რესტორანში იღბლიან კლიენტებს შეცდომით 4500-ფუნტიანი ღვინით მოემსახურნენ

მანჩესტერის ერთ-ერთ რესტორნაში კლიენტებს შეცდომით 4500-ფუნტიანი წითელი ღვინით მოემსახურნენ.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, რესტორანში მისმულმა სტუმრებმა 260-ფუნტიანი ბორდო შეუკვეთეს, თუმცა მათ შეცდომით მიართვეს იგივე დაძველების ღვინო, ოღონდ 17-ჯერ უფრო ძვირადღირებული.

რესტორნის მენეჯერი მხოლოდ მაშინ მიხვდა შეცდომას, როდესაც კლიენტებმა ვახშამი დაასრულეს.

რესტორანი მომხდარს ტვიტერზე გამოეხმაურა.

“ვიმედოვნებთ, რომ საღამოთი ისიამოვნეთ”, – ასე მიმართა რესტორანმა იღბლიან კლიენტებს. რაც შეეხება თანამშრომელს, რომელმაც შეცდომა დაუშვა, რესტორანი ამხნევებს და ეუბნება, რომ შეცდომები ყველას მოსდის. “მაინც გვიხყვარხარ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი