ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სექსისტური პოსტის გამო ბოდიშს იხდის

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაცია დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე სექსისტური პოსტის დაწერის გამო ბოდიშს იხდის.

როგორც ფაცაცია წერს, პოსტი ემოციურ ფონზე აღშფოთებულმა დაწერა. მანამდე მან ნეტგაზეთს უთხრა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებდა, თუმცა შეურაცხმყოფელი პოსტი ჩვენთან საუბრის შემდეგ წაშალა.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ამ ფეისბუქ-პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

სქრინი ფეისბუკიდან.

“სექსისტური მაშინ იქნებოდა ეს პოსტი, მე რომ მის პიროვნულ მახასიათებლებს შევხებოდი, მე მის პიროვნულ  ნაწილს არ შევხებივარ, მე შევეხე მის განათლებას. ქართული მაინცდამაინც მთლად მჭერმეტყველურად არ ვიცი, მაგრამ ეს მეგრულ – ქართულად დაწერილი პოსტი იყო. იმიტომ, რომ ის მე მეუბნებოდა, რომ გაუნათლებელი ვარ და სწორედ ჩემი გაუნათლებლობის გამო შემომეწერა ეს პოსტი”, – აცხადებდა ფაცაცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.