ახალი ამბები

ქობულიასთან შეხვედრას უმრავლეობიდან მხოლოდ შალელაშვილი და ხუციშვილი ესწრებიან

15 მაისი, 2019 • 982
ქობულიასთან შეხვედრას უმრავლეობიდან მხოლოდ შალელაშვილი და ხუციშვილი ესწრებიან

პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრა დაიწყო.

ქობულია საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით მივიდა. ჯერჯერიბით შეხვედრას ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის მხოლოდ ორი დეპუტატი: შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი.

დღის წესრიგით, ქობულია  პარლამენტის წევრებისთვის ჯერ რვათვიანი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს, ხოლო შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა “Forbes კვირასთან” საუბარში განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოს პარლამენტს თავისი მუშაობის ანგარიში წარუდგინოს.

6 მაისს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ მოითხოვა, გიორგი ქობულიას მუშაობა მინისტრობის პერიოდში და თანამდებობიდან გადაყენების მიზეზები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილინ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ამ ფორმატში ექსმინისტრის მოსმენა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი