ახალი ამბებიკომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

NATO ქართულ-ოსურ დიალოგს პერსპექტივას უკარგავს – როლანდ ქელეხსაევი

15 მაისი, 2019 • 2323
NATO ქართულ-ოსურ დიალოგს პერსპექტივას უკარგავს – როლანდ ქელეხსაევი

როლანდ ქელეხსაევი, პოლიტიკოსი, ცხინვალი


“საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის საკითხი მხოლოდ საქართველოს შიდა და თავად NATO-ს წევრი ქვეყნების საქმეა. თუმცა საქართველოს NATO-ში შესვლა არ შეიძლება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას არ აღელვებდეს, რადგანაც ეს პირდაპირ ემუქრება ჩვენი სახელმწიფოს და მთლიანად ეთნოსის უსაფრთხოებას. საკმაოდ დიდი ხნის, დაახლოებით, 20 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ხალხი ქართული ფაშიზმის მხრიდან განადგურების ზღვარზე იდგა. ამიტომ, უსაფრთხოების გარანტიების მოცემისა და საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების გარეშე, ალიანსში საქართველოს სწრაფვა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის საფრთხედ აღიქმება.

მით უმეტეს, NATO-ს ხელმძღვანელობა მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე განცხადება უკან გაიწვიოს და “საქართველოს ტერიტორიებიდან” საკუთარი ჯარები გაიყვანოს. ასე რომ, საქართველოს NATO-სთან დაახლოება მშვიდობის გარანტიების მოცემის გარეშე, ყველანაირ პერსპექტივას უკარგავს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორის სრულყოფილი დიალოგის დაწყებას და რეგიონში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს”.


გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი