ახალი ამბები

თბილისში მშენებლობიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

14 მაისი, 2019 • 1360
თბილისში მშენებლობიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

დღეს თბილისში, კოსტავას N75-ში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაცია ნეტგაზეთს სასსწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც სასწრაფოში გვითხრეს, მათი დახმარების ჯგუფს ადგილზე გვამი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც, გამოძიება კი 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი