ახალი ამბები

ბავშვის მდგომარეობა, რომელიც მე-8 სართულიდან გადმოვარდა, დამაკამაყოფილებელია

14 მაისი, 2019 • 1527
ბავშვის მდგომარეობა, რომელიც მე-8 სართულიდან გადმოვარდა, დამაკამაყოფილებელია

არასრულწლოვნის მდგომარეობა, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ თბილისში, საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულიდან გადმოვარდა, დამაკმაყოფილებელია. იაშვილის კლინიკაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ბავშვს დღეს ან ხვალ საავადმყოფოდან გაწერენ.

რაც შეეხება შემთხვევას, შსს-ს თქმით, 8 მაისს ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა. სამართალდამცველების მისვლისას მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი მოტეხილობები არ აღმოაჩნდა, თუმცა მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი