ახალი ამბები

დავით უსუფაშვილის მხარდაჭერა შალვა შავგულიძეს

14 მაისი, 2019 • 1388
დავით უსუფაშვილის მხარდაჭერა შალვა შავგულიძეს

მთაწმინდაზე მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს.

შავგულიძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, უსუფაშვილი ბლოკი ’’ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების ‘’ კანდიდატთან ერთად  მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხად,ა რომ სწორედ შავგულიძისაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

’’დღეს, კიდევ ერთხელ შალვას მშობლიურ ეზოში კიდევ ერთხელ მაქვს პატივი, მთაწმინდის ამომრჩეველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო.  მე მოსახლეობას  ვუთხარი, რომ შალვას არჩევა კი არაა სწორი პარლამენტში, შალვას პარლამენტიდან გამოშვებაა არასწორი , მას უნდა მივუსაჯოთ პარლამენტის წევრობა, ის ჭირდება ქვეყანას და პარლამენტს”, – აცხადებს უსუფაშვილი შავგულიძის შტაბის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით.

განცხადებას, თავის მხრივ, დავით უსუფაშვილიც ავრცელებს და ამბობს, რომ შავგულიძეს პირადი მხარდაჭერა გამოუცხადა.

“შენების მოძრაობა“ შუალედურ არჩევნებში მხარს უჭერს ჭიათურის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ დავით ჭუმბურიძეს და საკრებულოების დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატებს, ტოგო ჭელიძეს ოზურგეთში, ავთო ბრეგაძეს ტყიბულში და ნოდარ ჩაჩანიძეს ჭიათურაში. „შენების მოძრაობა“ არ მონაწილეობს რომელიმე სხვა პარტიული თუ დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში. მე ჩემი პირადი მხარდაჭერა გამოვუცხადე მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატ შალვა შავგულიძესაც, რადგან ღრმად მწამს, რომ ქვეყანას უკიდურესად სჭირდება სწორედ ასეთი კვალიფიკაციის პროფესიონალები, რათა საკანონმდებლო ორგანოში წივილ-კივილის გარდა კანონშემოქმედებაც ხდებოდეს. გარდა ამისა, შალვა შავგულიძემ და თავისუფალმა დემოკრატებმა ექვსიოდე თვის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში პირადად მე გამიწიეს შეუდარებლად მასშტაბური თანადგომა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას”, – აცხადებს უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი