ახალი ამბებიეკონომიკარეკლამა

საქართველოს ბანკი თანამშრომლებისთვის Facebook–ის Workplace-ს ნერგავს

13 მაისი, 2019 • 2011
საქართველოს ბანკი თანამშრომლებისთვის Facebook–ის  Workplace-ს ნერგავს

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, თანამშრომლებისთვის ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმისWorkplaceის დანერგვის შესახებ განაცხადა. Workplace-ი Facebookის მიერ შექნილი ბიზნეს პლატფორმაა კომპანიებისთვის. Workplaceის დანერგვის მიზანი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის თანამედროვე საკომუნიკაციო არხის შეთავაზებაა. ამასთან,  მათთვის ისეთი გარემოს შექმნა სადაც ოპერატიულად, თანამედროვე ინსტრუმენტებით მოხდება ორგანიზაციის შიგნით ინფორმაციის გაცვლა, უკუკავშირის მიღება და ჩართულობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი არის ერთერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც თანამშრომლებისთვის Workplaceის შიდა პლატფორმასგამჭვირვალობის, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატისა და მეტი ეფექტურობის მიზნით  ნერგავს.

თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის აქტიურ საშუალებას წარმოადგენს ჩვენი ტელეფონები თუ Facebook-ის პირადი შეტყობინებები, სამსახურში- ელექტრონული ფოსტა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ ჩვენი 7000 თანამშრომლისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან უკეთეს და გასხვავებულ საქართველოს, შეგვეთავაზებინა უფრო კომფორტული, თანამედროვე, დინამიური და საინტერესო პლატფორმა  ინფორმაციის მიღებისთვის და გაზიარებისთვის. ჩვენი მიზანია, გუნდის თითეულ წევრს შევუქმნათ ახალი სამუშაო სივრცე, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, ქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ინტერესების გაზიარებისთვის და პროაქტიულობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები Workplaceით ისარგებლებენ არასამუშაო დროსაც. ოპერატიულად მოიძიებენ სწორედ მათ ინტერესებზე მორგებულ, საჭირო და საინტერესო ინფორმაციას. გვჯერა, რომ როდესაც კომპანიის კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია გამჭვირვალობასა და თანამშრომლების განვითარებაზე, ასეთ დროს თითოეულ თანამშრომელს უკეთესად ესმის მისი საქმიანობის რეალური ღირებულება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Workplaceის ინტერფეისი და ფუნქციონალი არის მსოფლიოში ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის ანალოგი. ის თანამედროვე და ადაპტირებული სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, მათ სამომავლო განვითარებას. საქართველოს ბანკის Workplace ინტერაქციული და თანამშრომლების ინტერესზე მორგებული საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს საერთო ინტერესების მქონე ჯგუფების ინტერაქციას, ინფორმაციის ოპერატიულად მიმოცვლას, როგორც თითოეული თანამშრომლის, ასევე მენეჯმენტის მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი