მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის განსაზღვრული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის 4.6 პროცენტია

“საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით, ” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ.

მისი განცხადებით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველოში მიმდინარე პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა და მთლიანად ეყრდნობა საქართველოს მთავრობისრეფორმების დღის წესრგის.

„საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა იმ ძირითადი ფისკალური პოლიტიკის მიმართ, რომელიც მიზნად დავისახეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ეს მიზნებია: მიმდინარე ხარჯების კონტროლი, კაპიტალური ხარჯების დაჩქარება, დეფიციტის ნორმალიზაცია. პროგრამისდასრულებამდე ერთი წლით ადრე, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები წარმატებით განხორციელდა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მაჭავარიანი ამბობს, მიმდინარე წელს სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის შეადგენს 4.6 პროცენტს და აღნიშნული მაჩვენებლით, ჩვენი ქვეყანა გამოკვეთილი ლიდერია რეგიონში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც გაეცნო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას დაგანხორციელებულ რეფორმებს. დღეს, მისიის წევრებმა მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. „გაფართოებული დაფინანსებისმექანიზმით” მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვას სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ივნისში განიხილავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი