ახალი ამბები

რძალი გირჩევნიათ თუ შვილი? – დეპუტატის მიმართვა ზუგდიდელ ამომრჩეველებს

13 მაისი, 2019 • 2435
რძალი გირჩევნიათ თუ შვილი? – დეპუტატის მიმართვა ზუგდიდელ ამომრჩეველებს

ზუგდიდის მერობის კანდიდატ გიორგი შენგელიას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდის მჟორიტარი დეპუტატი, ედიშერ თოლორაია, ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

ამომრჩეველთან შეხვედრაზე ედიშერ თოლორაიამ, რომელიც 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სანდრა რულოვსის კონკურენტი იყო, დევნილებს ნაწილობრივ მეგრულ ენაზე მიმართა და გიორგი შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ჩვენი ხელისუფლება არასდროს უპირისპირდება არც ქალბატონს და, მით უმეტეს, ოპოზიციურ მხარეს რაღაც ბინძური მეთოდებით. უბრალოდ, 2016 წელს, როდესაც ქალბატონი რულოვსი იყო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, იყო ასეთი რაღაა: მე რძალი ვარო თქვენი, მეგრელების. გეგა არის შვილი ჩვენი და რომელი გირჩევნიათ, რძალი გირჩევნიათ თუ შვილი სახლში? ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი – გეგა შენეგლიას”, – მიმართა მან დევნილებს.

შეხვედრის ამსახველ ვიდეოჩანაწერს რადიო “ათინათი” ავრცელებს.

2019 წლის 19 მაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებში ზუგდიდის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი შემგელიაა, “ნაციონალური მოძრაობიდან” კი – სანდრა რულოვსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი