ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში გასცეს პასპორტი, სადაც მოქალაქეს ეროვნების გრაფაში “მეგრელი” ჩაუწერეს

13 მაისი, 2019 • 4089
გალში გასცეს პასპორტი, სადაც მოქალაქეს ეროვნების გრაფაში “მეგრელი” ჩაუწერეს

გალის რაიონის მკვიდრს, რობერტ გაწერელიას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტში, ეროვნების გრაფაში “მეგრელი” ჩაუწერეს.

როგორც ადგილობრივ ტელევიზიასთან  საუბარში თავად რობერტ გაწერელია ჰყვება, მას აქამდეც ჰქონდა განახლებული აფხაზური პასპორტი, სადაც ეროვნებად “ქართველი” ეწერა, თუმცა ” მიმართა საპასპორტო განყოფილებას და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა სთხოვა”.

გაწერელია ამბობს, რომ უწყების თანამშრომლები გაგებით შეხვდნენ მის თხოვნას და რამდენიმეთვიანი შესაბამისი პროცედურების შემდეგ მისი პასპორტის ეროვნების გრაფაში მეგრელი ჩაწერეს.

“როდესაც ეს პასპორტი მივიღე, არამხოლოდ ჩემმა, ჩემი წინაპრების სულებმაც გაიხარეს. ისინი ოდითგანვე ოცნებობდნენ, მეგრელებად დაწერილიყვნენ”, – აცხადებს რობერტ გაწერელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი