ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი მინისტრის პოსტიდან გადადგა

4 ნოემბერი, 2014 • • 1497
ალექსი პეტრიაშვილი მინისტრის პოსტიდან გადადგა

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს  გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერმინისტრს ხვალ მიმართავს. 

 

“ღიად ვთქვა, რომ იმ ადამიანებით, ვისაც ის ენდობა, ევროატლანტიკური კურსის განხორციელებას ვერ შეძლებს. რაც მთავარია, მე არავითარი საფუძველი არ მაქვს, იოტისოდენა ეჭვიც კი შევიტანო ირაკლი ალასანიას რწმენაში მისი თანამშრომლების უდანაშუალობაში. მე ასევე ხვალ მივმართავ პრემიერ–მინისტრს შესაბამისი განცხადებით სამსახურიდან წასვლის თაობაზე. მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს ევროატლანტიკურ კურსს მართლაც მიადგა ძალიან სერიოზული ზიანი, მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი არის რეალურად უმნიშვნელოვანეს ვიზიტებში, ძალაინ სერიოზიული შეთანხმებების გაფორმება უნდა მომხდარიყო და მოხდა პარიზსა და ბერლინში.  ეს თავდაცვისუნარიანობას ეხებიოდა ცალსახად”,-განაცხადა პეტრიაშვილმა. 


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადააყენა. მის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა და თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ ვითარებას ეთმობოდა.  თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ორ საქმეს იძიებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი