ახალი ამბები

ესპანეთში 38-მეტრიანი სასრიალო გახსნიდან ერთ დღეში დახურეს უსაფთხოების შესამოწმებლად

12 მაისი, 2019 • 1292
ესპანეთში 38-მეტრიანი სასრიალო გახსნიდან ერთ დღეში დახურეს უსაფთხოების შესამოწმებლად

ესპანეთის ქალაქ ესტეპონაში ახლადგახსნილი, 38-მეტრიანი სასრიალო გახსნიდან მეორე დღეს დახურეს. The Guardian-ის თანახმად, სასრიალოს უსაფრთხოების ნორმებს უმოწმებენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ერთ-ერთი ვიდეოში ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცი სწრაფად ეშვება სასრიალოზე, რაც სარისკო და სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს.

გამოცემის ცნობით, მომხმარებლები სრიალის შემდეგ დაზიანებებს უჩიოდნენ და დახურვის გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მიიღო ქალაქის ხელმძღვანელობამ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ერთ-ერთი ვიდეოში ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცი სწრაფად ეშვება სასრიალოზე, რაც სარისკო და სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს.

ქალაქის ხელმძღვანელობამ ინციდენტს უწოდა „ცალკეული შემთხვევა“ და დაწერა, რომ გახსნის პირველ დღეს სასრიალოთი 1000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა ინციდენტის გარეშე, თუმცა „სიტუაციის გათვალისწინებით გადაწყდა ხელახალი შემოწმება მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიისათვის“.

სასრიალო ერთმანეთთან აკავშირებს ორ ქუჩას, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზეა. არხის გრადიენტი 32-დან 34 გრადუსამდე მერყეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი