ახალი ამბები

ირაკლი ალასანია მინისტრის პოსტიდან გადააყენეს

4 ნოემბერი, 2014 • • 2429
ირაკლი ალასანია მინისტრის პოსტიდან გადააყენეს

ირაკლი ღარიბაშვილი უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა და თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ ვითარებას ეთმობოდა. პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ორ საქმეს იძიებს. 

 

“ნეტგაზეთი” ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


“თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები არაერთხელ გამხდარა ჩვენი მთავრობის მსჯელობის საგანი, რაზედაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს ალასანიას ეძლეოდა შესაბამისი შენიშვნები და მითითებები. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოვლენილ იქნა მთელი რიგი დარღვევები, რაზეც მოხდა შესაბამისი სამათლებრივი რეაგირება. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

 

ბოლო დღეებში თავდაცვის მინისტრის მხრიდან ფიქსირდება აშკარა დაპირისპირება საგამოძიებო ორგანოებთან და სახეზეა საკითხის პოლიტიზირების მცდელობა.


ნაცვლად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას ხელი შეეწყო გამოძიებისთვის, პროცესისთვის, რათა საქმეზე  ობიექტური ჭეშმარიტება დამდგარიყო, მისი მოქმედებები იწვევს მთლიანად თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების პოლიტიზირებას, რაც არის კატეგორიულად დაუშვებელი პირადად ჩემთვის და რაც აისახება უარყოფითად ჩვენი ქვეყვის უსაფრთხოების მდგომარეობაზე და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე.

 

ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ კორუფციასტან ბრძოლა არის ჩვენი ხელისუფლოების ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ვართ უკომპრომისო და ვიქნებით უკომპრომისო მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში. რომელ უწყებვასაც არ უნდა ეხებოდეს ეს და რომელ მინისტრსაც არ უნდა ეხებოდეს ეს. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზირების თავიდან აცილება და თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზირების თავიდან აცილება, ის რაც არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი, რათა უზრონველყოფილ იქნას შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი გამოძიებისთვის, ჩემ მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

აქვე მინდა განვაცხადო, რომ ალასანიას უპასუხისმგებლო განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე არის შეტევა, ეს გამოძიება რაც მიმდინარეობს სამინისტროში, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი და ეს პროცესი არის და იქნება შეუქცევადი”.- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი