ახალი ამბებირეკლამა

ჩაალაგე სწორად! – როგორ შეუძლიათ მგზავრებს Wizz Air-ის გამჭვირვალე საბარგო პოლიტიკით ისარგებლონ

11 მაისი, 2019 • 5617
ჩაალაგე სწორად! – როგორ შეუძლიათ მგზავრებს Wizz Air-ის გამჭვირვალე საბარგო პოლიტიკით ისარგებლონ

როცა ზაფხული, მზე და დასვენება ჩნდება ჰორიზონტზე, დროა ჩანთები მაშინვე გადმოალაგო და მოგზაურობის დაგეგმვა ბარგის ჩალაგებით დაიწყო. ჩურჩხელა, ღვინო, კოსმეტიკა – რისი ატანა შეგვიძლია ბორტზე და რა უნდა ჩავდოთ ჩასაბარებელ ბარგში? რა ბენეფიტები აქვთ ვიზეარის საბარგო პოლიტიკის მიხედვით მგზავრებს? რა ღირს სხვადასხვა ზომის ბარგის დამატება? ამ კითხვებზე პასუხი ვეცდებით ამ სტატიაში გაგცეთ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა კომპანიამ, Wizz Air-მა, რომელიც რეისებს 44 ქვეყნის მიმართულებით გთავაზობთ, სატრანსპორტო პოლიტიკა 2018 წლის შემოდგომაზე შეცვალა. ცვლილების მთავარი იდეა ისაა, რომ არ უნდა გადაიხადო იმაზე მეტი, ვიდრე შენ გჭირდება. ფასი შესაბამისად განსხვავებული უნდა იყოს მათთვის, ვინც 20 კილო ბარგით მოგზაურობს და მათთვის, ვისაც კომფორტისთვის ერთი ზურგჩანთაც ყოფნის.  

[yellow_box]გარანტირებული უფასო ბორტზე ასატანი ჩანთა[/yellow_box]

ყველა მგზავრმა უნდა იცოდეს, რომ ბორტზე ერთი ჩანთის უფასოდ ატანის საშუალება აქვს. ეს შეიძლება იყოს ზურგჩანთა, ლეპტოპის ჩანთა, კოსმეტიკის ჩანთა, გორგოლაჭებიანი ჩანთა, მოკლედ ყველანაირი ჩანთა, რომელიც ზომებს 40x30x20 არ აღემატება და წინა სავარძლის ქვეშ მოთავსდება.

ავიაკომპანია მგზავრებს ურჩევს, რომ ძვირფასი ნივთები, აუცილებელი მედიკამენტები, სამკაულები, ტელეფონები და ფული სწორედ ბორტზე ასატან ჩანთაში იქონიონ. დამატებით თან შეუძლიათ იქონიონ სვიტერი, მოსაცმელი ან თხელი პლედი, წიგნი და duty-free-ში შეძენილი ნივთები.

[yellow_box]გამჭვირვალე წესები, ნაკლები გაურკვევლობა[/yellow_box]

პატარა გარანტირებული ჩანთის გარდა, Wizz პრიორიტეტის შეძენის შემთხვევაში, ბორტზე უფრო მოზრდილი ჩანთის ატანის საშუალებაც გაქვთ. ესეც შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის ჩემოდანი, რომლის ზომებიც არ აღემატება 55x40x23 სანტიმეტრს.

[yellow_box]„ფარული“ კავშირი ბარგსა და პუნქტუალურობას შორის[/yellow_box]

ფრენის დაგვიანებების უმეტესი ნაწილი ამინდსა და საჰაერო მოძრაობის კონტროლს უკავშირდება, თუმცა 10 ათასზე მეტი დაგვიანებას ყოველწლიურად მხოლოდ და მხოლოდ ბარგის ჩაბარება-დახარისხების პროცესის სირთულე იწვევს. ამჟამინდელი სისტემით, ვიზეარის ყველა მგზავრმა წინასწარ იცის შეუძლია თუ არა მოზრდილი ჩანთის ატანა ბორტზე, წინასწარ გადიან რეგისტრაციასაც და, შესაბამისად, ნაკლებად იგვიანებს ფრენები სწორედ ამ მიზეზით. Wizz Air-ის მიზანიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ამგვარი ოპერაციების გამარტივება და დროისა და რესურსის დაზოგვაა.

ჩვენს საბარგო პოლიტიკაზე გავლენა ბოლო წლების საინტერესო ტენდენციამ მოახდინა. საქმე იმაშია, რომ დანიშნულების ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობა საგრძნობლად შემცირდა. მაგალითად, Wizz Air-ის ყველა მესამე მგზავრი მხოლოდ და მხოლოდ სამდღიან მოგზაურობას ჯერდება, შესაბამისად, ბარგსაც მცირეს, მსუბუქსა და კომფორტულს არჩევს.

[yellow_box]სამი სახის ჩასაბარებელი ბარგი. ბორბლებით, თუ მის გარეშე?[/yellow_box]

მომხმარებლის შეფასებებსა და სურვილებზე დაყრდნობით, Wizz Air-მა, უფრო კომფორტული მგზავრობისთვის, უკვე არსებულ 20 და 32 კილოგრამიან ჩასაბარებელი ბარგის ვარიანტებს 10 კილოგრამიანიც დაამატა. არჩევანის თავისუფლება და ინდივიდუალურობა ძალიან გამართლებული აღმოჩნდა, რადგან მგზავრებს საშუალება აქვთ სასურველი ბარგის ზომისა და წონის 50-ზე მეტი ვარიაციიდან საუკეთესო აარჩიონ. ჩასაბარებელი ბარგის მაქსიმალური ზომა (წონის მიუხედავად) 171x149x119 სანტიმეტრია.

მგზავრები ხშირად კითხულობენ, შედის თუ არა მოთხოვნილ ზომებში ბორბლები და სახელურები, ასევე გარე ჯიბეები, რომლებიც ხშირად აქვს სამგზავრო ჩანთებს. პასუხი ასეთია: ბორბლები და სახელურები, რომლების ზომა 5 სანტიმეტრზე ნაკლებია, პარამეტრებს გარეთ შეიძლება იყოს, მაგრამ გარე ჯიბეები ზურგჩანთებსა და ჩანთებზე მოცემულ პარამეტრებში უნდა ჯდებოდეს.

[yellow_box]გაუთვალისწინებელი სიტუაციები: რა არის საუკეთესო გამოსავალი[/yellow_box]

იშვიათ შემთხვევებში ავიაკომპანია შეიძლება ისეთი სირთულის წინაშე აღმოჩნდეს, რაც ბარგის სრულად გადატანას შეაფერხებს. მსგავსი სიტუაციებია რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობა, როცა შეიძლება აუცილებელი იყოს სტანდარტულზე მეტი საწვავის გათვალისწინება თვითმფრინავისთვის და ბარგის დიდი მოცულობა ან წონა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ყველა ბარგის ჩაბარებისა და ბორტზე ატანის შემდეგ გამოჩნდება ნათლად. მსგავს სიტუაციებში Wizz Air ცდილობს საუკეთესო გამოსავალი იპოვოს და მხოლოდ და მხოლოდ მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე იმოქმედოს, დაცალოს თვითმფრინავი ზედმეტი წონისგან და იგი უახლოესი რეისით გამოგზავნოს დანიშნულების ადგილზე.

გაითვალისწინეთ ეს წესები ბარგის ჩალაგებისას და იმოგზაურეთ კომფორტულად. Wizz Air ბედნიერ ფრენას გისურვებთ!

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air- ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი დაბალ ფასიანი ავაიაკომპანიაა, იგი 112 Airbus-ის, A320-ის და Airbus A321-ისგან შემდგარ ავია პარკის ოპერირებას ახდენს და მგზავრებს 25 აეროპორტიდან  650-ზე მეტ მარშრუტს სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 146 დანიშნულების ადგილს აკავშირებს.  Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 4,500 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ძალიან დაბალი ფასის ავია ბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა.

Wizz Air- ლონდონის საფონდო ბირჟაზე  WIZZ-ის სახელით არის რეგისტრირებული და ასევე შესულია FTSE 250-ის და FTSE All-Share-ის ინდექსებში. Wizz Air- რეგისტრირებულია  საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) საოპერაციო უსაფრთხოების აუდიტში (IOSA), რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით  გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ airlineratings.com-ისგან უმაღლესი, 7 ვარსკვლავიანი უსაფრთხოების რეიტინგი მიიღო , ეს არის მსოფლიოს ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქციის რეიტინგების შემდგენი სააგენტო. ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი