ახალი ამბები

შევძლებთ, გავუუქმოთ გადასახადები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებლებს – ბახტაძე

11 მაისი, 2019 • 915
შევძლებთ, გავუუქმოთ გადასახადები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებლებს – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ სახელმწიფო გადასახადებს გაუუქმებს ყველა მეწარმეს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს. ამის შესახებ მან ზუგდიდში, აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმის გახსნაზე ისაუბრა.

“თქვენ იცით ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი განწყობა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი საქართველოში ორგანულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას და ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. მე გპირდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ და საერთოდ გავაუქმებთ გადასახადებს ყველა იმ მეწარმისთვის, რომელიც საქართველოში იქნება დაკავებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით. ჩვენ უნდ გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა. ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს”, – თქვა მან.

ღონისძიებაზე ბახტაძესთან ერთად სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილიც იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი