ახალი ამბები

როენა ხუცურაული თავისუფალია

11 მაისი, 2019 • 2359
როენა ხუცურაული თავისუფალია

როენა ხუცურაული თავისუფალია. მან საპატიმრო დღეს, 11 მაისს, 30 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

სასამართლომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ, სასტუმრო “მამიდის” მფლობელს, როენა ხუცურაულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 მაისს შეუფარდა.

მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

პროკურატურა თავდაპირველად ხუცურაულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა შემდეგ შუამდგომლობა შეცვალა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა წარდგენილი ბრალი აღიარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი