ახალი ამბები

მაჩალიკალიკაშვილმა 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ სუს-ის შენობა დატოვა

10 მაისი, 2019 • 1103
მაჩალიკალიკაშვილმა 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ სუს-ის შენობა დატოვა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.

„ყველა კითხვას გავეცი პასუხი“, — განაცხადა მაჩალიკაშვილმა. მისი თქმით, თარგმანში [ჩეჩნურიდან ქართულად], რომელიც საუბარს თან ერთვოდა, უზუსტობები იყო, თუმცა ჯერ არ დაუზუსტებია, რა ნაწილში.

მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ დაკითხვა მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. მისი ცნობით, „წარმოადგინეს მტკიცებულებები, რის საფუძველზე იყო ფარული გამოძიება წარმოებული და აუდიოჩანაწერი მოპოვებული. აგრეთვე, მოვუსმინეთ ჩანაწერს და ჩვენი შენიშვნები გავაკეთეთ. სხვა მტკიცებულებებს რაც შეეხება, არის პირების გადაადგილების მარშრუტები, რაც ჯერჯერობით ვერ გვაძლევს ვერანაირ მნიშვნელობას“, — განაცხადა კუბლაშვილმა.

ნახეთ კუბლაშვილისა და მაჩალიკაშვილის კომენტარები:

7 მაისს სუს-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუს-ის თქმით, სწორედ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.

5 შეკითხვა, რომელიც მაჩალიკაშვილზე სუს-ის ბრიფინგმა გააჩინა

მასალების გადაბეჭდვის წესი