ახალი ამბები

თელავის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი ხელახლა დადგეს

10 მაისი, 2019 • 2045
თელავის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი ხელახლა დადგეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა სახელობის სკვერში, იოსებ სტალინის ბიუსტი ისევ აღმართეს. ინფორმაცია რუსთავი2-მა გაავრცელა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თელავის მერის წარმომადგენელს სოფელ აკურაში, მიხეილ იმერლიშვილს, რომელმაც განგვიცხადა, რომ ბიუსტი მოქალაქეებმა კერძო ინიციატივით, სავარაუდოდ, 9 მაისთან, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დადგეს. მისთვის უცნობია, კონკრეტულად, ვინ.

ეს ძეგლი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოქალაქეებმა რამდენჯერმე აღმართეს, თუმცა ბიუსტს დადგმიდან მალევე ხსნიდნენ ხოლმე. ძეგლს ამჯერადაც იგივე ბედი ეწია: იმერლიშვილის ცნობით, ძეგლის აღება დღეს საღამოსვე (10 მაისი) იგეგმებოდა და ის სავარაუდოდ უკვე აღებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი