ახალი ამბები

წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

10 მაისი, 2019 • 1506
წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

საქართვლოს მთავრობის განკარგულებით, წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძებებზე 893 340 ლარი დახარჯება.

ღონისძიებების ნაწილს მთავრობის სარეზერვო ფონდი პირველ ეტაპზე 694 600 ლარით დააფინანსებს, ამასთან, მეორე ეტაპზე ღონისძიებებზე კიდევ 199 340 ლარის დახარჯვა იგეგმება, რომლის წყაროც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით მოგვიანებით დაზუსტდება.

გარდა ამისა,  წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილს  ჩართული უწყებები საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში განახორციელებენ.

წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები დაგეგმილია როგორც თბილისში, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ღონისძიებების განხორციელების სამოქმედო გეგმა მთავრობის განკარგულებით 3 მაისს დამტკიცდა და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

იხილეთ დაგეგმილი ღონისძიებების განგრიგი:

მასალების გადაბეჭდვის წესი