ახალი ამბები

მოადგილე ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით – ახალი შტატი ეკონომიკის სამინისტროში

10 მაისი, 2019 • 732
მოადგილე ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით – ახალი შტატი ეკონომიკის სამინისტროში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დამატებით ეყოლება ახალი მოადგილე, რომელიც ინვესტიციების მოზიდვასა და ინვესტორებთან ურთიერთობაზე იქნება პასუხისმგებელი.

ამის შესახებ დღეს, 10 მაისს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

“ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოადგილე ამავე დროს პასუხისმგებელი იქნება კოორდინაციაზე სხცა უწყებებთან, რადგან ინვესტორებს ურთიერთობა უწევთ არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ სხვა უწყებებთანაც. ამ პრაქტიკას შევზღუდავთ და შეიქმნება ერთი ფანჯრის პრინციპი. შედეგად, მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იქნება ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი,”-აცხადებს ბახტაძე.

ნეტგაზეთს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ახალ მოადგილეებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი