ახალი ამბებიკომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი და საქართველო მხოლოდ თამაშის ინსტრუმენტებია – რუსტამ ზანთარია

10 მაისი, 2019 • 2447
აფხაზეთი და საქართველო მხოლოდ თამაშის ინსტრუმენტებია – რუსტამ ზანთარია

ჩაწერა მარიანა კოტოვამ


რუსტამ ზანთარია, ჟურნალისტი, სოხუმი


აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ აფხაზეთი თავად უნდა შედგეს და ძლიერი, თვითკმარი უნდა გახდეს, შემდეგ უკვე მეზობლებთან ურთიერთობების დალაგებაც შეიძლება სრულიად გულწრფელად და სწორად.

დღეს მხოლოდ ჟენევის მოედანზე შეიძლება რაიმეს მაღწიო. მეორე მხრივ, არ ვიცი, რამდენად შეიძლება გაღელვებდეს იქ მიღწეული წარმატებებიც და წარუმატებლობებიც.

საქართველოსთან სამშვიდობო შეთანხმება რომ არ გვაქვს ხელმოწერილი – ეს არ არის მთავარი. თუკი ჩვენ თავად ვიგრძნობთ თავს თვითკმარად, ამ შეთანხმებას ჩვენთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ექნება.

მეზობელი მუდმივად გვერდით იქნება და არსად წავა. რუსეთი გვეყოლება დასავლეთით, საქართველო – აღმოსავლეთით. სასურველი იქნებოდა, ყველასთან გქონდეს ნორმალური და კარგი ურთიერთობები და არ ვითამაშოთ ისეთი პოლიტიკა, სადაც ერთი მეზობელი მეორის წინააღმდეგ გამხედრებს, ცდილობს მოგარიდოს მას და საკუთარი პოზიცია მოგახვიოს თავს. ახლა თავად მსოფლიო გარემო გიბიძგებს დასავლეთთან და, შესაბამისად, საქართველოსთან დაახლოებას.

ამ ეტაპზე არა აფხაზეთისა და საქართველოს კონფლიქტებზე, არამედ რუსეთისა და NATO-ს კონფლიქტზეა სასაუბრო. აფხაზეთი და საქართველო მხოლოდ ინსტრუმენტებია ამ თამაშში.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.


მასალების გადაბეჭდვის წესი