ახალი ამბები

პენისის გადიდების ოპერაცია არ არის ეფექტიანი და დიდ რისკებს შეიცავს – კვლევა

10 მაისი, 2019 • 11656
პენისის გადიდების ოპერაცია არ არის ეფექტიანი და დიდ რისკებს შეიცავს – კვლევა

“პენისის გადიდების ოპერაცია არ არის ეფექტიანი და რისკის შემცველია” – ამის შესახებ ახალ კვლევაშია საუბარი, რომელიც სქესობრივი მედიცინის ცენტრმა მოამზადა.

როგორც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, The Guardian წერს, პროცედურა კაცებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაღს ასვამს და მსგავსი ოპერაციები, ექსპერტების აზრით, საერთოდ არ უნდა ტარდებოდეს.

ექსპერტების შეფასებით, არასაკმარისია მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პროცედურა დასახულ მიზანს აღწევს და ხშირია ოპერაციის თანხმლები გართულებები, რომელმაც შესაძლოა მგრძნობელობის სამუდამო დაკარგვაც კი გამოიწვიოს. კვლევის ავტორების თქმით, პროცედურის შემდეგ ხშირია პენისის დეფორმაცია და ერექციული დისფუნქციაც.

ლონდონის კინგსის კოლეჯის უროლოგის, გორდონ მიურის თქმით, აღნიშნული პრცედურის ჩატარება არაა რეკომენდებული. მისი თქმით, ოპერაცია ბრიტანეთში 30 000 დან 40 000 ფუნტამდე ღირს (140 000 ლარამდე) და პროცედურის შემდგომ წარმატებული შემთხვევების რიცხვი მხოლოდ 20%-ს შეადგენს.

კვლევის ფარგლებში 21 სხვადასხვა ტიპის პროცედურის შედეგები შეისწავლეს, მათ შორის, როგორც ქირურგიული, ასევე არაქირურგიული ჩარევები, და 1 192 კაცის შემთხვევა გააანალიზეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი