ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია საქართველოში ნინო კალანდარიშვილმა მიიღო

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი გამარჯვებული გახდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე ნინო კალანდარიშვილი.

ნინო კალანდარიშვილი მშვიდობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით პროექტებზე მუშაობს და ამავე დროს, თავად ქმნის სამშვიდობო დიალოგის ფორმატებს.

ბერტა ფონ ზუტნერი იყო ევროპელი მშვიდობისმყოფელი და მწერალი, რომელიც საქართველოში ცხოვრების შედეგად იქცა პაციფისტად. იგი იყო პირველი ქალი, რომელიც 1905 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. საქართველოში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაარსების მიზანია,” მშვიდობის, მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასება, საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება”.

აღნიშნული მშვიდობის პრემია არის პირველი ჯილდო საქართველოში მშვიდობის დარგში, რომელიც, ორგანიზატორთა განმარტებით, ყოველწლიურად გადაეცემა მშვიდობის აქტივისტს.

გამარჯვებულს სიმბოლური პრიზი „ნატვრის ხე“ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა გადასცა, – “მე ჩავიფიქრე უკვე საქართველოს მშვიდობიანად გამთლიანება, დანარჩენი თქვენ დაამატეთ”, – უთხრა ციხელაშვილმა კალანდარიშვილს.

დევნილები ისევ გარიყული არიან – ნინო კალანდარიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი