ახალი ამბებიგართობა

HBO-მ სერიალ Watchmen-ის პირველი ოფიციალური ტიზერი გამოაქვეყნა

10 მაისი, 2019 • 1934
HBO-მ სერიალ Watchmen-ის პირველი ოფიციალური ტიზერი გამოაქვეყნა

ტელეარხმა HBO-მ „დარაჯების“ (Watchmen) სატელევიზიო ეკრანიზაციის პირველი თიზერი გამოაქვეყნა. სერიალი, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გამოვა, „დისის“ (DC Comics) კომიქსებს ეფუძნება.

ამავე კომიქსებზე დაყრდნობით რეჟისორ ზაკ სნაიდერსაც აქვს გადაღებული საკულტო ფილმი „დარაჯები“ (Watchmen, 2009).

სერიალში მოქმედება ალტერნატიულ რეალობაში, ალტერნატიული ისტორიული ბეგრაუნდით ვითარდება. ამ რეალობაში „სუპერგმირებს“ დამნაშავეებივით ექცევიან.

ახალ ეკრანიზაციაში თამაშობენ მსახიობები, რეჯინა კინგი (შეიძლება იგი მაყურებელს ეცნობოდეს Leftovers-ის მეორე-მესამე სეზონებიდან), ჯერემი აირონსი (იგი ანვივილან ოზიმანდიასს თამაშობს), დონ ჯონსონი (პოლიციის უფროსი ჯუდ კროუფორდის როლში) და ა.შ.

ჯერემი აირონსი. კადრი Watchmen-ის ტიზერიდან

„დარაჯების“ კომიქსების შემქმნელები არიან ალან მური, დეივ გიბონსი და ჯონ ჰიგინსი. ნაწარმოები ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომიქსად მიიჩნევა.

ახალი სერიალი, როგორც გამოცემა The Verge წერს, არ იქნება 1986 წელს გამოქვეყნებული კომიქსების პირდაპირი ადაპტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი