ახალი ამბებიკინო

“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ნახეთ ქართული გეი დრამის ტრეილერი

10 მაისი, 2019 • 9759
“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ნახეთ ქართული გეი დრამის ტრეილერი

“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ასე ჰქვია შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილ დრამას, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართება, “რეჟისორის ორკვირეულის” სექციაში.

ფილმის პირველი ტრეილერი დღეს გაავრცელა Indiewire-მა.

“მერაბი პატარაობიდან ემზადება ქართულ ნაციონალურ ანსამბლში თავის საცეკვაო პარტნიორ მარისთან ერთად. მისი სამყარო თავდაყირა დგება, როდესაც ქარიზმატული ირაკლი იწყებს იგივე ანსამბლში სიარულს და მისი ყველაზე ძლიერი კონკურენტი და სურვილი ხდება. მერაბი გრძნობს, რომ კონსერვატიულ გარემოში უნდა გათავისუფლდეს და გარისკოს”, – ასეთია ფილმის ოფიციალური სინოფსისი.

ქართული წარმომავლობის ლევან აკინს, რომელიც შვედეთშია დაბადებული, აქამდე ორი ფილმი აქვს გადაღებული. ეს მისი მესამე ნამუშევაბარია. Indiewire-ის მიხედვით, ფილმი საქართველოშია გადაღებული.

“ამ ფილმით მე, როგორც რეჟისორი, ჩემს ფესვებს დავუბრუნდი. ადამიანების რეალურ ცხოვრებას. ფილმში და იმას, რაც საქართველოში ხდება, ამბავზე გავლენა აქვს”, – წერს აკინი.

რეჟისორის განცხადებით, ერთი მხრივ, ფილმი ეხება ახალგაზრდა ლგბტ+ ადამიანების ცხოვრებას, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ისტორიასა და დღევანდელ სიტუაციას. მისივე განმარტებით, ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზეა.

აკინის განმარტებით, ფილმის ინსპირაცია 2013 წლის 17 მაისის გახმაურებული თავდასხმა იყო ეკლესიის მიერ ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან ლგბტ თემზე. რეჟისორი აცხადებს, რომ როდესაც მან ეს ამბავი იხილა, იგრძნო, რომ ამ საკითხს უნდა გამოხმაურებოდა.

ტრეილერის სანახავად მიყევით ბმულს:

მასალების გადაბეჭდვის წესი