ახალი ამბები

ივანიშვილმა, ამჯერად, აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი მოინახულა

9 მაისი, 2019 • 1036
ივანიშვილმა, ამჯერად, აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი მოინახულა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ამჯერად, აწყურის ღვთისმშობლის ტაძარში იმყოფებოდა. კადრებს “ქართული ოცნების” ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.

მმართველი პარტიის ლიდერმა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად დაათვალიერა.

ბიძინა ივანიშვილი აწყურის ღვთისმშობლის ტაძარში. ფოტო: "ქართული ოცნება"

“ძვირფასი რაც გვაქვს, ისტორია გვაქვს. უცხოელებთან სალაპარაკოდ, რომ მეკითხებიან, ისტორიას ვუყვები ყოველთვის”, – უთხრა მან სასულიერო პირს.

მანამდე, მიმდინარე წლის მარტში, ივანიშვილი ზუგდიდის ღვთისმშობლის ტაძარშიც იმყოფებოდა, რომელსაც ასევე რესტავრაცია უტარდება. მაშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ტაძრის მშენებლობის პროცესში მონაწილეობისათვის მზადაა.

აპრილში კი ივანიშვილი ილია მეორეს შეხვდა და დაჰპირდა, რომ ფონდი “ქართუ” სამების მოხატვას სრულად დააფინანსებს. ეს ფაქტი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” შუალედური არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი