ახალი ამბები

“უკვდავი პოლკი” და ანტისაოკუპაციო აქტივისტები ერთმანეთის პირისპირ – ფოტორეპორტაჟი

9 მაისი, 2019 • 3377
“უკვდავი პოლკი” და ანტისაოკუპაციო აქტივისტები ერთმანეთის პირისპირ – ფოტორეპორტაჟი

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მიერ ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნის პარალელურად,  9 მაისს თბილისის ცენტრში რამდენიმე აქცია-მსვლელობამ ჩაიარა. “უკვდავ პოლკს”, რომელსაც პრორუსული ორგანიზაციები კურირებდნენ, რუსული პროპაგანდისა და ოკუპაციის მოწინააღმდეგეები ტრანსპარანტებით, სტვენით, შეძახილებითა და საყვირებით დაუპირისპირდნენ.

ორი აქცია უკრაინის საელჩოსთან და კუს ტბის ასახვევთან დილითვე დაიწყო. ერთ მხარეს “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებლის, გულბაათ რცხილაძისა და პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით “უკვდავი პოლკის” მსვლელობისთვის ემზადებოდნენ ომში დაღუპულთა ფოტოებითა და თაიგულებით. აღნიშნული მოძრაობა 2011 წელს რუსეთში დაარსდა და ყოველწლიურად მის მსვლელობებს რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, ვლადიმერ პუტინი ესწრება. რცხილაძე ირწმუნება, რომ საქართველოში მოქმედ “პოლკს” რუსეთთან კავშირი არ აქვს.

უკრაინის საელჩოსთან კი მოძრაობის – “რუსეთი ოკუპანტია” – წარმომადგენლები რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო ტრანსპარანტებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და დასარტყამი ინსტრუმენტებით იყვნენ შეკრებილნი. აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ პატივს სცემენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ბრძოლას ფაშიზმის წინააღმდეგ. მათი თქმით, აქციის მიზანი არც ე.წ. უკვდავი პოლკის მსვლელობის ჩაშლა იყო. არამედ, ორგანიზატორთა განცხადებით, მსვლელობის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ საქართველოს საზოგადოება რუსული რბილი ძალის რაიმე ფორმით მოქმედებას არ შეეგუება.

"უკვდავი პოლკის' კონტრაქცია ვაკეში. ფოტო: მიხელ გვაძაბია/ნეტგაზეთი

“უკვდავი პოლკის’ კონტრაქცია ვაკეში. ფოტო: მიხელ გვაძაბია/ნეტგაზეთი

"უკვდავი პოლკის' კონტრაქცია ვაკეში. ფოტო: მიხელ გვაძაბია/ნეტგაზეთი

“უკვდავი პოლკის’ კონტრაქცია ვაკეში. ფოტო: მიხელ გვაძაბია/ნეტგაზეთი

"უკვდავი პოლკის' კონტრაქცია ვაკეში. ფოტო: მიხელ გვაძაბია/ნეტგაზეთი

“უკვდავი პოლკის’ კონტრაქცია ვაკეში. ფოტო: მიხელ გვაძაბია/ნეტგაზეთი

მოგვიანებით, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები მსვლელობით ვაკის პარკისაკენ გაემართნენ, რომლის შესასვლელთანაც რამდენიმე ათეული ადამიანი წითელი დროშებითა და ტრანსპარანტებით ხელში იდგა. ერთ-ერთზე, რომელზეც რუსეთისა და საქართველოს დროშები იყო გამოსახული, ეწერა: “მოვითხოვთ! აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან”. “რუსეთი ოკუპანტიას” აქტივისტებმა წითელდროშიანებს გიორგი ანწუხელიძის ფოტოები უჩვენეს და სტვენით შეხვდნენ მათ.

მოქალაქეები ვაკის პარკთან წითელი დროშებით. ფოტოო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მოქალაქეები ვაკის პარკთან წითელი დროშებით. ფოტოო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გიორგი ანწუხელიძის ფოტოებს უჩვენებენ ვაკის პარკთან შეკრებილ მოქალაქეებს წითელი დროშებით. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გიორგი ანწუხელიძის ფოტოებს უჩვენებენ ვაკის პარკთან შეკრებილ მოქალაქეებს წითელი დროშებით. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

რამდენიმე წუთში ანტისაოკუპაციო დემონსტრაციამ ვაკის პარკის შიგნით გადაინაცვლა, სადაც მეორე, ასევე რუსული პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დახვდნენ, ალეკო ელისაშვილისა და მისი “სამოქალაქო მოძრაობის” ორგანიზებით. აქტივისტებს ხელში საქართველოს დროშები და პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი ადამიანების პორტრეტები ეკავათ. საბოლოოდ, რუსეთის საწინააღმდეგო ორი აქცია ერთმანეთის მოპირდაპირედ განლაგდა.

მცირე ხნის შემდეგ, მათ შორის, “უკვდავი პოლკის” ორმა ჯგუფმა ჩამოიარა, რომელთა შორისაც აღნიშნული სახელის გამო დაპირისპირებაა: პირველ შემთხვევაში, ადგილზე “პოლკის” ის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომელთაც რევაზ გოგიძე და “სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის” პრეზიდენტი, ლიკა ზახაროვა ხელმძღვანელობენ. მცირე ინტერვალის შემდეგ, პარკში “უკვდავი პოლკის” სახელის ქვეშ გაერთიანებულმა მეორე ჯგუფმა ჩაიარა, გულბაათ რცხილაძის ორგანიზატორობით. აღნიშნულ ჯგუფს ვაკის პარკის შესასვლელთან მდგომი წითელდროშებიანი ჯგუფიც შეუერთდა.

“უკვდავი პოლკის” ორივე შემადგენლობას პარკში შესვლა და მისი დატოვება სტვენისა და შეძახილების ფონზე მოუხდა.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ვაკის პარკის კიბეზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ვაკის პარკის კიბეზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

"სამოქალაქო მოძრაობის" აქცია "უკვდავი პოლკის" წინააღმდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“სამოქალაქო მოძრაობის” აქცია “უკვდავი პოლკის” წინააღმდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

"უკვდავი პოლკის" წევრები და სტალინისტები ვაკის პარკში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“უკვდავი პოლკის” წევრები და სტალინისტები ვაკის პარკში. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ჯამში, დღეს განვითარებული მოვლენებისას სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ანტისაოკუპაციო აქციის წევრია, რომელიც, შსს-ს თქმით, “შეეცადა, განსხვავებული პოზიციის წარმომადგენლებისთვის დროშის ტარით მიეყენებინა დაზიანება, რა დროსაც პოლიციამ ის ადგილზე დააკავა”. სამივე ადამიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი