ახალი ამბები

ვაკეში “უკვდავი პოლკის” მსვლელობა და კონტრაქცია მიმდინარეობს – ვიდეო/ფოტო

9 მაისი, 2019 • 1438
ვაკეში “უკვდავი პოლკის” მსვლელობა და კონტრაქცია მიმდინარეობს – ვიდეო/ფოტო

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით ვაკეში “უკვდავი პოლკის” მსვლელობა და მისი კონტრაქცია ერთდროულად იმართება.

“უკვდავი პოლკის” მთავარ მიზნად დეკლარირებულია მეორე მსოფლიოს ომის მონაწილეთა ხსოვნის უკვდავყოფა. ინიციატივას დღევანდელი სახით საფუძველი ჩაეყარა 2011 წელს რუსეთში, პირველი მსვლელობა კი, ტრანსპარანტებითა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ახლობლებისა და ოჯახის წევრების ფოტოებით, 2012 წლის 9 მაისს გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, “უკვდავი პოლკი” არაკომერციული და არაპოლიტიკური ინიციატივაა, თუმცა მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

“უკვდავი პოლკის” მსვლელობა იწყება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

რაც შეეხება კონტრაქციას, მათი მონაწილეების თქმით, კონტრაქციის მიზანი არ არის “უკვდავთა პოლკის” მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პროდასავლური აზრის მშვიდობიანად გახმიანება.

ვაკეში “უკვდავი პოლკის’ კონტრაქცია მიმდინარეობს. ფოტო: ბუბუ გვაძაბია

“9 მაისს ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი, ვლადიმერ პუტინი, საქართველოს ტერიტორიაზე აღლუმებს გამართავს არა მხოლოდ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, არამედ ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

“არა პუტინის მარშს!” აქციის მიზანი არ არის “უკვდავთა პოლკის” მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პროევროპული და პროამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება.

საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს სწორი, ევროპული არჩევანი. ახლა ამ არჩევანს სჭირდება დაცვა!,” – ამბობენ კონტრაქციის ორგანიზატორები.

ვაკეში “უკვდავი პოლკის’ კონტრაქცია მიმდინარეობს. ფოტო: ბუბუ გვაძაბია

მასალების გადაბეჭდვის წესი