ახალი ამბები

შსს 9 მაისის აქციების მონაწილეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს

8 მაისი, 2019 • 942
შსს 9 მაისის აქციების მონაწილეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ “პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს”.

“გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქართველოს კანონის “თავისუფლების ქარტიის” თანახმად, აკრძალულია კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება.

“შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე “უკვდავი პოლკის” სახელით მსვლელობა მოეწყობა. მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” კი კონტრაქციას გეგმავს.

9 მაისს ვაკეში “უკვდავი პოლკის” კონტრაქცია გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი