ახალი ამბებისამართალი

როენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

8 მაისი, 2019 • 1658
როენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაულის ადვოკატი, არჩილ დავითაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის განცხადებით, ხუცურაული უდანაშაულოა და დუმილის უფლებას იყენებს:

რაც შეეხება გაჟღერებულ პოზიციას, რომ თითქოს პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს, არის გამორიცხული. იქიდან გამომდინარე, რომ მას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება გლდანის ტერიტორიაზე , სასტუმროს სახით, ეს კონსტიტუციური უფლებაა, თუ რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა, იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა”, – განუცხადა არჩილ დავითაშვილმა ჟურნალისტებს როენა ხუცურაულთან შეხვედრის შემდეგ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილი არ იყო, როენა ხუცურაული საკანს შს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილში ელოდა. როგორც ტელეკომპანია იუწყება, მათი გადამღები ჯგუფის მისვლამდე, ბრალდებულს ხელბორკილებიც არ ეკეთა.

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის, როენა ხუცურაული 8 მაისს დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები მოსამართლეების განჩინების საფუძველზე დააკავეს.

“ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. – მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ”, – წერია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით როენა ხუცურაული დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი