ახალი ამბები

სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ხელისუფლება ნაბიჯს ვერ გადადგამს რ2-თან დაკავშირებით – წულუკიანი

8 მაისი, 2019 • 1163
სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ხელისუფლება ნაბიჯს ვერ გადადგამს რ2-თან დაკავშირებით – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ხელისუფლება ვერაფერს მოიმოქმედებს.

“რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს რუსთავი 2-ის ერთ-ერთი მესაკუთრე ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს, ან სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კომპანიის ხელმძღვანელობასთან, მთავარი არის ის, რომ ყველას კარგად გვახსოვდეს, ყველას კარგად გვესმოდეს, რომ ორი წელია, რაც სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება მიიღო. ეს გადაწყვეტილება დღესაც არის ძალაში და ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიცის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპი, ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში, ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება არის ძალაში და სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას”,-  უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტებს.


რუსთავი 2-ის განცხადებით, ხელისუფლებამ ტელეარხის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის გამოყენებით მათზე შეტევის ახალი ტალღა წამოიწყო. კერძოდ, როგორც არხის დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, ნიჟარაძე ტელეარხისგან ზიანის – 26 მილიონი ლარის – ანაზღაურებას ითხოვს. წაიკითხეთ ვრცლად:

“რუსთავი 2”-ის მეწილე არხს სასამართლოში უჩივის და 26 მილიონს ითხოვს – გვარამია

მასალების გადაბეჭდვის წესი