ახალი ამბები

ბაგრატიონების დავა PORSCHE, BMW-სა და MERCEDES-BENZ-ზე – რა გადაწყვიტა სასამართლომ

8 მაისი, 2019 • 1010
ბაგრატიონების დავა PORSCHE, BMW-სა და MERCEDES-BENZ-ზე – რა გადაწყვიტა სასამართლომ

დღეს, 8 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანა ბაგრატიონ-გრუზინკისა და დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონიშვილს შორის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლოს ინფორმაციით, მხარეთა შორის დავის საგანი იყო ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა და ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის დაკისრება.

საქალაქო სასამართლო ამბობს, რომ საქმე ეხება ქორწინების პერიოდში მოპასუხე დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონიშვილის მიერ შეძენილ სამ სატრანსპორტო საშუალებას (PORSCHE CAYENNE, BMW X5, MERCEDES-BENZ GL 450), რომელთა საშუალო საბაზისო ღირებულება, მოსარჩლის განცხადებით, 68 000 აშშ დოლარს წარმოადგენს.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოსამართლემ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნო ავტომანქანების, PORSCHE CAYENNE-სა და MERCEDES-BENZ GL 450-ის ნაწილში. მოპასუხეს მოსარჩლის სასარგებლოდ MERCEDES-BENZ GL 450-ის გასხვისებით მიღებული სარგებლის 1/2 ნაწილის, კერძოდ, 15 500 ლარის გადახდა დაეკისრა. ავტომანქანა BMW X5-ზე მოსარჩლეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღა.

მასალების გადაბეჭდვის წესი