„ფონდი ქართუ” ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმს აკეთებს

ფონდი “ქართუ” ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მწუზეუმს აკეთებს. იმ სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, სადაც გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, უკვე დაწყებულია.

2-სართულიან სახლში, რომელსაც 2018 წლის აგვისტოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს, სახლ-მუზეუმს აწყობენ. გეგმის მიხედვით, სახლს პირველადი სახე უნდა დაუბრუნონ. მემორიალურ მუზეუმში ფოტომასალები და ზვიად გამსახურდიას ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.

  • “ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ” – გაზიფიცირების, წყალმომარაგების, გზებისა და შიდა ინფრასტრუქტურული პრობლემების დაჩქარებულად მოგვარების დაპირება ხიბულელებმა მიმდინარე წლის 29 მარტს პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს, რომელიც ხიბულაში იმყოფებოდა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ადგილობრივებს საბავშვო ბაღის კეთილმოწყობას, სასულიერო პირს კი ტაძრის აშენებასაც დაჰპირდა. ტაძარი, სამრეკლო და საგანმანათლებლო სივრცე ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმთან აშენდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს იქნება ერთიანი კომპლექსი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას პირველ რიგში ექნება საშუალება პატივი მიაგოს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს ობიექტი გახდება ძალიან საინტერესო ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ბევრად უკეთ უნდა იცოდნენ საქართველოს ისტორია.

მაია ცქიტიშვილი ძველ ხიბულაში

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს, მინისტრის თქმით, ამ ფულით გზების მოწყობის, წყალმომარაგების და გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდება.

მინისტრის თქმით, ძველ ხიბულაში სახელმწიფო მოაწყობს შიდა გზების დაახლოებით 4-კილომეტრიან მონაკვეთს. ამავე ტერიტორიაზე „ქართუს“ მიერ იგეგმება სკვერის მოწყობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ძველ ხიბულაში სტუმრობის დროს დაჰპირდა ადგილობრივებს.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობენ „ფონდი ქართუ” და სახელმწიფო.

“ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ” – ივანიშვილის დაპირება მოქალაქეებს ხიბულაში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.