ფაშინიანი: რევოლუციაზე 200 ათასი აშშ დოლარი დავხარჯეთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ ტელეარხ РБК-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსიაც ჯერ არ გასულა ეთერით, განაცხადა, რომ 2018 წლის ე.წ. ხავერდოვან რევოლუციაზე 200 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა.

“ჩვენი რევოლუცია იყო რომანტიზმის გამარჯვება პრაგმატიზმზე”, – ამბობს ფაშინიანი.

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის პოსტი 2018 წლის 8 მაისს, ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიკავა.

ფაშინიანის პრემიერდ არჩევას სომხეთში წინ უძღოდა 2018 წლის გაზააფხულზე გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მთავრობის გადაყენების მოთხოვნით, რომელიც ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის სახელით არის ცნობილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი