გალელი ბავშვები რუსი სამხედროებისთვის ამღერეს და აცეკვეს

გალის რაიონის კულტურის სახლში ჩაატარეს კონცერტი, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში რუსული საზღვრის დაცვის სამსახურის ჩამოყალიბების 10 წლისთავს.

კონცერტზე სხვადასხვა ასაკის, გალის ბავშვთა ვოკალური და საცეკვაო ჯგუფები გამოვიდნენ. სიმღერის ტექსტები რუსი სამხედროების მიმართ მადლიერებას შეეხებოდა.

კონცერტის დაწყებამდე დარბაზში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ჰიმნებს მოუსმინეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ სამხედროებს.

კონცერტს გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, რუსული სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები და მათი ოჯახები ესწრებოდნენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი