ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი რუსეთის მიერ აზერბაჯანისთვის იარაღის მიყიდვის საკითხზე წუხს

31 ოქტომბერი, 2014 • • 1087
სომხეთი რუსეთის მიერ აზერბაჯანისთვის იარაღის მიყიდვის საკითხზე წუხს

“აზერბაიჯანს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 50 სამხედრო ვერტმფრენი დარჩა. ჩვენ არც ერთი არ მიგვიღია. საჰაერო ტექნიკა მოგვიანებით, ომის წლებში შევიძინეთ. არც ჯავშანტექნიკით ჩამოვრჩებოდით, მაგრამ შედეგი ყველასთვის ცნობილია,”- განაცხადა კოჩარიანმა.


რუსეთის მიერ აზერბაჯანისთვის იარაღის მიყიდვის საკითხზე სომხეთში მაღალჩინოსნებს არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადებები. 


მაგალითად, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა არგენტინულ გამოცემა La Nacion -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთის მოსახლეობა შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანზე იარაღს ყიდის.


“ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული თემაა და ჩვენი ხალხი ძალიან შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანზე იარღს ყიდის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, სომხეთს ეყოფა ძალა და შეძლება, რომ საკუთარი საზღვრები დაიცვას. იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ბაქოსთვის იარაღს ყიდის, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენთვის მძიმე წუთებში რუსეთი აღებულ ვალდებულებას შეასრულებს. ის, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს რუსეთთან, არ არის ახალი ფაქტი. 20 წელზე მეტი ხნის წინ ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში შევედით და ამ დროის განმავლობაში რუსეთთან თანამშრომლობის ათეულობით შეთანხმება გავაფორმეთ,”- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   




მასალების გადაბეჭდვის წესი