ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

Salaam Cinema-ს დასაცავად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა უპრეცედენტო აქციები დაიწყეს

7 მაისი, 2019 • 1587
Salaam Cinema-ს დასაცავად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა უპრეცედენტო აქციები დაიწყეს

ბაქოში 1913 წელს მოლოკანების მიერ აშენებეული, ამჟამად კი Saalam Cinema-ს სახელით ცნობილი შენობის ნგრევის წინააღმდეგ გამოსული 200-მდე ახალგაზრდა აქტივისტი შენობას არ ტოვებს.

შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც დღესდღეობით ახალგაზრდებისთვის თავშეყრისა და მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე ადგილია. აქ ტარდება კინოჩვენებები, შეხვედრები, დისკუსიები, გამოფენები, ტრენინგები და ა.შ. გარდა ამისა, შენობაში აზერბაიჯანული რადიოარხია განთავსებული.

შენობას კერძო მესაკუთრე ჰყავს, რომელსაც მისი დანგრევა აქვს გადაწყვეტილი. შესაბიმისად, შენობის დემონტაჟის ხელისშეშლის მიზნით, ახალგაზრდებმა მთელი ღამე შენობასთან გაატარეს და ამ დრომდე იქ რჩებიან. ასევე ღია წერილი მისწერეს ქვეყნის პრეზიდენტის ცოლს და აზერბაიჯანის ვიცეპრემიერს მეჰრიბან ალიევას, როელშიც მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვაში დახმარებას სთხოვენ.

გუშინვე მცირე დაპირისპირება მოხდა ახალგაზრდებსა და შენობის მფლობელებს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი